პარასკევი, 2024-03-29, 1:09 PM
w w w . p 1 n k . t k
მოგესალმები სტუმარი | RSS

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
P ! N K [11]
მ ო დ ა [4]
მუსიკა [10]
სურათები [12]
კლიპები [10]
თამაშები [16]
ფილმები [33]
პროგრამები [10]
სხვა... [7]
წიგნები [6]
Emkay [4]
mobile [8]
ბიოგრაფიები [7]
სიცილის ოთახი [13]
ძებნა
Block title
შესვლის ფორმა
sakaifo muzonebeee
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » justin t1mberla
4:28 PM
justin t1mberla

ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკის შტატ ტენესის ქალაქ მემფისში, 1981 წლის 31 იანვარს დაიბადა. ბაბუა ბაპტისტი ჰყავდა, ამიტომაც ამ რელიგიის მცნებების დაცვით აღიზარდა. თუმცა, თავს რელიგიურზე მეტად სულიერ ადამიანად მიიჩნევს.

ბავშვობაში მაიკლ ჯექსონს ბაძავდა. 1993 წელს კრისტინა აგილერასთან და ბრიტნი სპირსთან ერთად, საბავშვო შოუ „Mickey Mouse Club"-ის წამყვანი გახდა. იმავე შოუში გაიცნო ჯგუფ „N’Sync"- ის ვოკალისტი ჯოშ ჩეისეზი. ორი წლის შემდეგ კი ამავე ჯგუფის წევრი თავადვე ხდება.

1998 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი „N’Sync" გამოვიდა, რომელმაც ჰიტ-აღლუმების მოწინავე პოზიციები მაშინვე დაიპყრო. ამერიკელი თინეიჯერები ჯასტინს „თაყვანს სცემდნენ". ნამდვილი პოპულარობა კი 2000 წელს ახალმა ალბომმა „No Strings Attached" მოუტანათ, რომელიც დაახლოებით 15 მლნ. ეგზემპლარი გაიყიდა. იმავე წელს ჯასტინი „MTV Video Music Awards"-ზე სამი პრიზით ჯილდოვდება. 2001 წლის ივლისში კი ახალ ალბომში „Celebrity" შესული სიმღერების ავტორად გვევლინება. ალბომიდან სინგლი „Pop" წლის წარმატებულ სინგლად აღიარეს და „MTV VMA 2001" დაჯილდოვებაზე ოთხგზის პრიზიორი გახდა.

ერთი წლის შემდეგ მომღერალმა სოლო-ალბომზე „Justified" დაიწყო მუშაობა, რომელმაც გამოსვლისთანავე ორი „გრემი" მიიღო.

2004 წელს ამერიკული ფეხბურთის „სუპერთასის" გათამაშების წინ გამართულ კონცერტზე, ჯასტინისა და ჯანეტ ჯექსონის გამოსვლას სკანდალი მოჰყვა. მილიონიანი ტელემაყურებლის თვალწინ, ჯასტინმა ჯანეტის „ტოპის ნაწილს" შემთხვევით (როგორც თვითონ ამტკიცებს) ხელი გაჰკრა და მარჯვენა მკერდი მოუშიშვლა. საინტერესოა ერთი ფაქტი: სიმღერაში, რომელსაც ისინი ასრულებდნენ გაჟღერდა ასეთი სიტყვები: „მელოდიის ბოლოს მე შენ გაგაშიშვლებ". ამ სკანდალური ინციდენტის გამო, ოფიციალური მობოდიშების გარეშე, „გრემის" ხელმძღვანელობამ მათ ცერემონიაში მონაწილეობის მიღება აუკრძალათ. ბოდიშის მოხდაზე ჯანეტმა უარი განაცხადა, ჯასტინმა კი წერილობით მოიბოდიშა და „გრემის" ორი ჯილდოც ნომინანტიც გახდა.

2006 წელს მომღერალმა მეორე ალბომზე „FutureSex/LoveSounds" (ორი „გრემის" მფლობელი), პროდიუსერსა და სიმღერების ავტორთან ტიმბალანდთან ერთად, იმუშავა. ალბომიდან სამი სიმღერა - „SexyBack", „My Love" და „What Goes Around…" , „Billboard Hot 100"-ში პირველ პოზიციებს კარგა ხანს ინარჩუნებდნენ.

ჯასტინმა კინოშიც მოსინჯა ძალები. 2006 წელს გაქირავებაში ფილმები (მისი მონაწილეობით): „Alfa Dog"; „Southland Tales"; „Black Snake Moan" გამოვიდა. სულ ახლახანს კი ჯასტინმა ანიმაციური ფილმის „შრეკი", ახალი პერსონაჟი - ახალგაზრდა მეფე არტური გაახმოვანა. დღეს–დღეობით მომღერალი ტანსაცმლის საკუთარ ხაზ აწარმოებს და ამერიკაში რამდენიმე რესტორნის მფლობელია.

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.justintimberlake.com  

                                                                                                      b Y   t An C o R ! 

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 708 | დაამატა: SaiTi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

რეკლამა საიტზე
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
მინი-ჩეთი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე
სულ პასუხი: 96
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz