პარასკევი, 2024-04-19, 10:54 AM
w w w . p 1 n k . t k
მოგესალმები სტუმარი | RSS

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
P ! N K [11]
მ ო დ ა [4]
მუსიკა [10]
სურათები [12]
კლიპები [10]
თამაშები [16]
ფილმები [33]
პროგრამები [10]
სხვა... [7]
წიგნები [6]
Emkay [4]
mobile [8]
ბიოგრაფიები [7]
სიცილის ოთახი [13]
ძებნა
Block title
შესვლის ფორმა
sakaifo muzonebeee
მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » shalva dad1an1
0:15 AM
shalva dad1an1


დაბადება

შალვა დადიანი დაიბადა 1874 წლის 8 (21) მაისს დაბა ზესტაფონში, დედულეთში. მომავალი მწერლის მამა 19-ე საუკუნის თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენდა. ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, ისტორიკოსის, ასტრონომის, ექიმის, ნიკო დადიანის ოჯახი მთელს საქართველოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ოთხი წლის შალვას დედა გარდაეცვალა. არსებული ტრადიციის მიუხედავად შვილის აღზრდა მამამ იკისრა. ოჯახი ერთხანს სოფელ ბერთემში ცხოვრობდა. 1892 წელს დადიანების ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. იგი ქართული კულტურის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. ნიკოსთან დაახლოვებული იყვნენ ილია ჭავჭავა, აკაკი წერეთელი ივანე მაჩაბელი და სხვები. შალვას კლასიკური განათლება არ მიუღია, მისი სკოლა ოჯახი იყო.

ჭაბუკობა

19 წლის ჭაბუკმა 1893 წლის 2 თებერვალს, პირველად მიიღო მონაწილეობა კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ „მარგალიტა გოტიეში“, რომლის თარგმანიც მასვე ეკუთნოდა.სცენაზე იგი „ქუჯის“ ფსევდონიმით გამოვიდა.დებიუტი უიღბლო გამოდგა. გაზეთი „ივერია“ წერდა: „ბ_ს ქუჯს გრაფ დე-ჟირეის როლში ლაქიასავით ეჭირა თავი. მაგრამ ამ არტისტს პირველად ვხერდავთ ჩვენს სცენაზე, სცენის ნიჭი -კი ეტყობა და შეუძლია კარგი არტისტი დადგეს.

სასცენო მოღვაწეობა

1903 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად შალვა მოსკოვში მიდის. ატესტატის უქონლობის გამო მალე სამშობლოში ბრუნდება. ერთხანს ქუთაისშია და ლადო მესხიშვილის დასში მონაწილეობს.

1905 წლის რევოლუციის დღეებში შალვა დადიანი უყოყმანოდ დგება ხალხის მხარეზე და თავისი ლიტერატურული და სასცენო მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი ხალხის რევოლუციური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში, რევოლუციური იდეების პროპაგანდაში.

1908 წელს შალვა დადიანმა ჩამოაყალიბა მოგზაური დასი და შემოიარა საქართველო,იყო ბაქოში, ნოვოროსიისკში. მის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის და სოხუმის თეატრების დაარსება.

შალვა დადიანი წლების განმავლობაში ხემძღვანელობდა განათლების კომისარიატთან ჩამოყალიბებულ თეატრალურ განყოფილებას, ქართულიკულტურის სახლს მოსკოვში, ქართულ დრამატულ სტუდიას, საქართველოს თეატრალულ საზოგადოებას.

მწერლობა

აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარარელურად შალვა დადიანი ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის დიდი ეპიკური ტილოები: „გიორგი რუსი“, „ურდუმი“, „გვირგვლიანების ოჯახი“; ასამდე მოთხრობა, ნოველა, პიესები: „კაკალ გულში“, „ნაპერწკლიდან“, „თეთნულდი“, „გუშინდელნი“ - სულ 20 ორიგინალური და გადმოკეთებული დრამატული ნაწარმოები.

შალვა დადიანი არის ქართული კინოხელოვნების დაუღალავი მოღვაწე, მან დაწერა კინოსცენარები: „ვეფხისტყაისანი“, „მოძღვარი“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „ნიკო და ნიკორა“. როგორც მსახიობმა 300-მდე მხატვრული სახე შექმნა სცენაზე და კინოში.

შალვა დადიანის ნიჭი და შემოქმედება 20-იანი წლების შემდგომ პერიოდში გაიფურჩქნა. ეს არც დაუმალია მწერალს. იგი წერდა: „საქართველომ მომცა ახალი ადამიანის სახე, გამიმდიდრა თემატიკა, გამიფართოვა არა და იმავე დროს მოვალეობა დამაკისრა ახალი ადამიანის წინაშე. ვთქვა ჩემი სიტყვა ახალ ადამიანზე და მეც ვცდილობ ჩემს უკანასკნელს თხზულებებში ვაჩვენო სწორი სურათი დღევანდელობისა“ .

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 777 | დაამატა: SaiTi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

რეკლამა საიტზე
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მინი-ჩეთი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე
სულ პასუხი: 96
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz