პარასკევი, 2024-03-29, 5:55 PM
w w w . p 1 n k . t k
მოგესალმები სტუმარი | RSS

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
P ! N K [11]
მ ო დ ა [4]
მუსიკა [10]
სურათები [12]
კლიპები [10]
თამაშები [16]
ფილმები [33]
პროგრამები [10]
სხვა... [7]
წიგნები [6]
Emkay [4]
mobile [8]
ბიოგრაფიები [7]
სიცილის ოთახი [13]
ძებნა
Block title
შესვლის ფორმა
sakaifo muzonebeee
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28 » ვახტანგ VI
11:51 AM
ვახტანგ VI

[img]
[/img]


ბიოგრაფია

ქართლის მეფე, ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ვახტანგ მეექვსე მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შემოქმედია, რომელმაც უდიდესი და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართველი ერის სულიერი საგანძურის გამდიდრებაში. იგი დაუცხრომლად და ნაყოფიერად იღწვოდა იმდროინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგში. გარდა მწერლობისა, მისი ზრუნვის საგანი იყო მეცნიერების ისეთი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული დარგები, როგორიცაა გრამატიკა, ტექსტოლოგია, ისტორია, იურისპრუდენცია, ფილოსოფია, პედაგოგიკა, ასტრონომია-ასტროლოგია, გეოგრაფია, ქიმია, მათემატიკა, მედიცინა, პოლიგრაფია და სხვა.

ვახტანგი დაიბადა 1675 წლის 15 სექტემბერს. იგი ბაგრატიონების მუხრანბატონთა შტოს, ქართლის სამეფო გვარის წარმომადგენელია. მამამისი, ლევანი, შვილი ვახტანგ მე-5 შაჰნავაზისა და ძმა არჩილისა და გიორგი მე-11-ისა, გვარის ტრადიცისამებრ განათლებული მწიგნობარი, მწერლობისა და მეცნიერების მოყვარული კაცი ყოფილა. დედა, თუთა, ქაიხოსრო გურიელის ასული იყო.

1678 წელს სამი წლის ვახტანგს დედა გარდაეცვალა და 1980 წლიდან დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი, ზრდიდა. ბავშვობა და ყმაწვილკაცობა ბიძის, გიორგი მე-11, კარზე გაატარა, სადაც მიუხედავად ძნელბედობის ჟამისა, კარგი, საფუძვლიანი განათლება მიიღო. შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა, ისტორია სპარსული ენა, სამხედრო ხელოვნება...

მის აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანს. ვახტანგმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართული სასულიერო და საერო მწერლობა.

1703 წელს ვახტანგ VI დაინიშნა ქართლის გამგებლად-”ჯანიშინად”.

სახელმწიფო მოღვაწეობისათვის საჭირო ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული “ჯანიშინი მალე საქართველოს აღორძინებისთვის საერთო ბრძოლის თაოსანი გახდა მაჰმადიანთა ძალმომრეობის პირობებში ვახტანგი ეროვნულ-ქრისტიანული პოლიტიკის მედროშედ გამოვიდა ეს პოლიტიკა ეწინააღმდგებოდა ირანის შაჰის პროგრამას, მაგრამ, სანამ ქართველი მეფე გიორგი მე-11 თავისი ჯარით ყანდარში იდგა და ავღანთა მრავალრიცხოვან ტომებს აკავებდა, ქართველი ოფიციალურად ირანის სახელმწიფოებრივ ორბიტაში რჩებოდა და მაჰმადიანი მეფის ზურგს ამოფარებული “ჯანიშინი” ქართლში წარმატებით საქმიანობდა.

ვახტანგმა თანდათანობით ჩამოაცილა სამეფო კარს მისთვის მიუღებელი და მერყევი ელემენტები, სცადა სახელმწიფოებრივი მმართველობის დარგობრივი დაყოფა. გასაგებია, რომ ახალ გამგებელს, რომელსაც “სპარსულ” გავლენასთან უხდებოდა შეჯახება, ეკლესიის მხარდაჭერა ესაჭიროებიდა. ამ მიზნით მან 1705 წელს საეკლესიო კრება მოიწვია, რომელმაც ქართლის კათალიკოსად ვახტანგის ძმა დომენტი აირჩია. რუსეთიდან ახლად დაბრუნებული დომენტი მეტად განათლებული პიროვნება იყო. თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე იგი ენერგიულად შველოდა სახელოვან ძმას სამეფო საქმეების მოწესრიგებაში.

ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით ვახტანგმა ე.წ “მცველთა ჯარი” შექმნა. ეს ტიპიური სამეფო არსებითად მიმართული იყო დიდგვაროვანი ფეოდალების წინააღმდეგ. გვარდიელებს ჯამაგირი სახელმწიფო ხაზინიდან ეძლეოდათ და ფართო პრივილეგიებიც ჰქონდათ.

ვახტანგ მეექვსე არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ქართული სამეფოს საშინაო საქმეებით. მან კვლავ აღადგინა ქართლის სამეფოს ჰეგემონია მთელ საქართველოში. იგი ცდილობდა განემტკიცებინა თავისი გავლენა კახეთსა და იმერეთში. 1707 და 1711 წლბში ორგზის დალაშქრა ოსეთი, შემოიმტკიცა ეს მხარე

და ქართლის ჩრდილოეთის საზღვარიც გაიმაგრა.

1709 წელს ავღანელთა ბელადმა მორ-ვეისმა დანათესავება შესთავაზა გიორგი მეთერთმეტეს, თავის ქალიშვილის მითხოვებას შეჰპირდა, ნადიმზე მოიპატიჯა და მუხანათურად მოკლა. გიორგისთან ერთად ქართველ მეომართა რაზმიც ამოხოცეს. მოკლულ მეფეს მორ-ვეისმა ახსნა მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი და და შაჰს გაუგზავნა, როგორც “საბუთი” გულით ქრისტიანი მეფის “ორგულობისა”.

შაჰმა გიორგი მეფის ადგილზე მისი ძმის, ლევანის, ძე ქაიხოსრო დანიშნა. ახალი მეფე შაჰმა ისპაანს იხმო და ირანის მხედართმთავრობა ჩააბარა, ქართლში კი კვლავ ვახტანგ ბატონისშვილი დარჩა გამგებლად. ქაიხოსრომ 1710წ. მორ-ვეისის წინააღმდეგ გაილაშქრა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ქაიხოსროს სარდლობით მოპოვებული გამარჯვებით ქართლის გამგებელმა ვახტანგმაც ისარგებლა, თბილისის ყიზილბაში ციხისთავები გააძევა და მათ ადგილზე ქართველები დააყენა. ყიზილბაშები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ვახტანგს, მაგრამ ვახტანგმა შაჰის მხარდაჭრა მოიპვა და ქალაქში ყიზილბაშთა ალაგმვით ტყვეებით ვაჭრობა მოსპო.

ვახტანგმა შაჰის ნებართვით ქართლში დააბრუნა კახეთში გახიზნული გლეხები, ხელი შეუწყო ქართლის გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლებას. მის დროს გაიყვანეს და განააახლეს დიდი ხნის წინათ მოშლილი სარწყავი არხები, მოაწესრიგეს გზები, ააგეს ხიდები და ქარვასლები, გააუმჯობესეს

ფულის მოჭრის საქმე. აღნიშნული ღონისძიებანი ქართლს შესამჩნევად დაეტყო. გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება. კვლავ თავის კეთილდღეობას დაუბრუნდა თბილისი.

ვახტანგმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში შექმნა “სწავლულ კაცთა”კომისია და მასთან ერთად შეიმუშავა “ქართლის ცხოვრების” ახალი რედაქცია, შეადგინა სამართლის წიგნი, რომელიც ცნობილია “ვახტანგის კანონების” სახელწოდებით, დაწერა “დასტურ-ლამალი”. 1709 წელს თბილისში მან დაარსა სტამბა, სადაც პირველად (1712 წელს) დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი” საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რამაც ბიძგი მისცა შემდგომში პოემის ტექსტის შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ვახტანგ მეექვსეს დიდი წვლილი მიუძღვის დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც.

1712 წელს ირანის შაჰმა ისპაჰანს გაიწვია ვახტანგ მეფე. მას თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანი. შაჰი ვახტანგს გამაჰმადიანების შემთხვევაში ქართლის ტახტს ჰპირდებოდა, რაზედაც მტკიცე უარი მიიღო. შაჰმა მის მიმართ საშინელ რეპრესიებს მიმართა.

ვახტანგმა საიდუმლოდ სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიური მისიით ევროპაში გაგზავნა, თვითონ 1714 წლამდე ისპაჰანს ცხოვრობდა. შემდეგ ის გადაასახლეს ქირმანში, სადაც 1716 წლამდე დაჰყო. სულიერ ტკივილებს იგი ლიტერატურული საქმიანობით იმსუბუქებდა.ვახტანგს გულს უკლავდა სამშობლოს მდგომარეობა. მისი გამაჰმადიანებული ძმა-იესე სახელმწიფო საქმეებს თავს ვერ ართმევდა. უშედეგო აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მოღვაწეობაც. ვახტანგმა ხერხს მიმართა-ოფიციალურად უარყო ქრისტიანობა და გამაჰმადიანდა. სამაგიეროდ, ქართლის სამეფოს ტახტი და ირანის სპასალარობა მიიღო. როგორც ირანის სპასალარი, შაჰმა იგი მაინც ირანში დატოვა. მხოლოდ 1719 წელს დაბრუნდა საქართვლოში და შეუდგა განახლებით სამუშაოებს.

ვახტანგმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რითაც გაამწვავა დამოკიდებულება სპარსეთთან და ოსმალეთთან. ამას დაერთო შინააშლილობა. ვახტანგმა დაკარგა ქართლის ტახტი და 1724 წელს დიდი ამალით რუსეთს გაემგზავრა. იმედი რუსეთის დახმარებით ოსმალ-სპარსთა ბატონობისაგან თავის დაღწევისა მას გაუცრუვდა. გზაში მოუსწრო პეტრე პირველის გარდაცვალებამ. რუსეთის დედოფლის ნებართვით ქართველები 1726 წლს ჩავიდნენ მოსკოვს. ვახტანგ მეექვსე ხან მოსკოვში ცხოვრობდა, ხან პეტერბურგში. ბოლოს დარწმუნდა, რომ რუსეთიდან დახმარება არ ჩანდა. იმედგაცრუებული საცხოვრებლად ასტრახანში გადასახლდა.

ვახტანგ მეექვსის შემოქმედებაში აშკარად ჩანს სამშობლოს მოშორებით გამოწვეული სევდა, სულიერი ობლობა და მიუსაფრობა. “უცხო თემს დაკარგულ” პოეტს თავისი სამშობლო “ველურ ხელმწიფედ” წარმოუდგენია. მისი აზრით, წუთისოფელი მუხთალია, დაუნდობელი, ვერაგი და მზაკვარი.

ვახტანგ მეექვსე 1737 წელს, 26 მარტს, გარდაიცვალა. დაკრძალულია ასტრახანში, მიძინების ტაძარში.

“ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვქცაო”, ასე დაიტირეს ქართველებმა დავით გურამიშვილის ლექსით სამობლოს უსაზღვროდ მოსიყვარულე მამულიშვილი.

b Y t A n C o R !

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 3622 | დაამატა: SaiTi | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 1
1 aleko  
0
ramdexaaa biografiaa bijo amis damdebis dedasheveci ra ylea ver shamoklet blyad :@:@:@

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

რეკლამა საიტზე
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
მინი-ჩეთი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე
სულ პასუხი: 96
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz